ავტოსადგომები (TIR Parks)

გთხოვთ გაითვალისწინოთ,

საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „სადახლო საავტომობილო“, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“ მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებულ იმ ავტოსადგომებში, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე 442-ე დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს და ჩართულნი არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

local_parking

keyboard_backspace