ავტოსადგომები (TIR Parks)

გთხოვთ გაითვალისწინოთ,

საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „სადახლო საავტომობილო“, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“, “ნინოწმინდა“, „ვალე“, „კარწახი“ მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებულ იმ ავტოსადგომებში, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე 442-ე დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს და ჩართულნი არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

local_parking ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებზე რიგების მდგომარეობის შესახებ

190
სადახლო საავტომობილო
ავანგარდი, პარკ ვერტექსი, ტრანს სერვისი, პარკონი
122
ვალე
მერცხალი, შპს ავტო 21
65
ნინოწმინდა
ავტო2022
31
გუგუთი
ვერტექსი
1509
წითელი ხიდი
ნიუ ვეი, შპს მეგობრობის ახალი გზა, მარნეული 2014, შპს მწვანე გრუპი 2024, რედსტოპი, წითელი ხიდი, მეგა პარკინგ მენეჯმენტი, მწვანე, მარტივი გზა
872
სარფი
შპს ვესთ პარკი 2024, ბე ემ ვე, ავტოპარკი2015 , ოლჟეტა, ფიგოილი, ტირპარკი2022, ფიო ტრანსი
590
ლაგოდეხი
ნიუ ჯორჯია, მაი ვეი, ლაგოდეხის ტირ პარკი, პირველი ტირ პარკი
62
ყაზბეგი
მერფი ყაზბეგი, დარიალის ტერმინალი
444
კარწახი
ვიზა ეს-ლაინ, ტირ პარკ კარწახი, მწვანე პარკი

სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ავტოსადგომზე გამოცხადებას არ ექვემდებარებიან ან/და გადაადგილდებიან პრიორიტეტული წესით

ავტოსადგომზე გამოცხადებას არ ექვემდებარება ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები:

  • სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის;

  • დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის;

  • დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას;

  • „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის;

  • არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის;

  • ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის.

ავტოსადგომიდან საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით პრიორიტეტული წესით გადაადგილდება შემდეგი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები:
  • ცოცხალი მცენარეებისა და ცხოველების და მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მალფუჭებადი

    საქონლის (ინფო hoverze-იხილეთ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის №2- I-01 და №2-I-02 დანართებით;

  • ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების;

  • მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის;

  • საფოსტო გზავნილების;

  • ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის

  • ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის;