მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს მომხმარებელთა ონლაინ გამოკითხვა. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ თქვენი პასუხები სრულად ანონიმურია.
თქვენი შეფასება მიღებულია
მადლობას გიხდით რომ გვეხმრებით სერვისის გაუმჯობესებაში
გაითვალისწინეთ, აღნიშნული კითხვარი განსაზღვრავს 2024 წლიდან შემდგომ პერიოდებზე ფიზიკური პირისთვის ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით გადაცემისას ქონების გამჩუქებლის/ქონების მიმღების და ფიზიკური პირის მიერ ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის.
კითხვარი არ მოიცავს
შემთხვევებს, როდესაც ფიზიკური პირის მიერ ქონების რეალიზაცია ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მათ შორის ქონების უსასყიდლოდ მიწოდებისას (ჩუქებისას);
საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ", "ზ", "თ" და "ი" ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა;
საგადასახადო ვალდებულებას, როდესაც საკითხის შინაარსის/ფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, იკვეთება განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობის კლასიფიკაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
კითხვარი მუშაობს სატესტო რეჟიმში. გთხოვთ, თქვენი რეკომენდაციები და წინადადებები დააფიქსიროთ უკუკავშირის მეშვეობით.