გაცნობებთ, რომ ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს მომხმარებელთა ონლაინ გამოკითხვა.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ თქვენი პასუხები სრულად ანონიმურია.
აღნიშნული სერვისით საქართველოს მოქალაქეს საშუალება აქვს საკუთარი მონაცემები შეიტანოს დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემების ბაზაში, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ პირთა სიას, ვისაც აქვს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში).
გაითვალისწინეთ , დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება
5 წლის ვადით. სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში.