საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

ნიკა კანკია

n.kankia@rs.ge

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. არის ეკონომიკის მაგისტრი. კარიერა დაიწყო 2010 წლიდან საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში ასისტენტად. შემდეგ იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების და ანალიზის სამმართველოს ოფიცერი, სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის კონტროლის სამმართველოს საგადასახადო შემოწმების განყოფილების ოფიცერი, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ოფიცერი, უფროსი აუდიტორი, მთავარი აუდიტორი. 2018 წლის მაისის თვიდან - 2019 წლის ივლისის თვემდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2019 წლის ივლისის თვიდან დაინიშნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2021 წლის 9 თებერვლიდან 2024 წლის 6 ივნისამდე იკავებდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. 2024 წლის 6 ივნისიდან არის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.