რა არის Tax Free

Tax Free .გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებას.

საქონელი შეძენილი უნდა იყოს იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის
მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით.

Tax Free ქვითრის მიღების წესები მაღაზიებისთვის

ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით  მიმართავს შემოსავლების სამსახურს, თუ იგი აკმაყოფილბს

შემდეგ კრიტერიუმებს:
 

  ა) ეწევა საცალო ვაჭრობას სტაციონარულ სავაჭრო ობიექტებში;

  ბ) რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;

  გ) არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება;

 

პირი განცხადებასთან ერთად წარადგენს:

 

 • იმ ობიექტების მისამართების ჩამონათვალს, სადაც განხორციელდება ქვითრის გამოწერა;
 • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (200 ლარი იურიდიულ პირზე).

 

სტატუსის მინიჭება

 

განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას

ქვითრის გაცემის უფლების მინიჭების თაობაზე.
დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უფლებამოსილ პირს მონაცემები შეაქვს ელექტრონულ ბაზაში. ბაზის მომხმარებლებს

მიენიჭებათ ინდივიდუალური სახელი და პაროლი.
სპეციალური ქვითარი გაიცემა 12 თვით.
მონაცემთა ავტომატიზებული ბაზაში, რეგისტრირდება უცხოელის მიერ საქართველოში საქონლის შეძენის, საქონლის საზღვარზე

გატანის და საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე მონაცემები, ასევე ინფორმაცია უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე.

 

 

უფლებამოსილი სავაჭრო ობიექტის ვალდებულებები

 სავაჭრო ობიექტს, რომელსაც მინიჭებული აქვს Tax Free-ის ქვითრის გაცემის უფლება ვალდებულია:

 • არ გასცეს ქვითარი იმ საქონელზე, რომელზეც არაა ნებადართული გადახდილი დღგ- ის თანხის დაბრუნება;
 • არ გასცეს ქვითარი საქონელზე, თუ მისი ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით არ აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე);
 • უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ქვითარი, რომელშიც ასახულია შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე  ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური  (უნიკალური) კოდი/კომბინაცია). ქვითარი გაიცემა საქონლის შეძენისთანავე;
 • შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით;
 • განუმარტოს მყიდველს შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები;
 • სავაჭრო ობიექტის წინა ფასადზე თვალსაჩინოდ ჰქონდეს გამოკრული ფირნიში მინიშნებით – „გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა - TAX FREE SHOPPING“
 • ელექტრონულ სისტემაში შეიტანოს უცხოელისა და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური  (უნიკალური) კოდი/კომბინაცია);
 • სავაჭრო ობიექტების (სადაც ხორციელდება ქვითრის გაცემა) ნუსხაში ცვლილების განხორციელების შესახებ აცნობოს შემოსავლების  სამსახურს. სავაჭრო ობიექტების ნუსხაში დამატების განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს უფლება აქვს სავაჭრო ობიექტში ქვითარი გასცეს შემოსავლების სამსახურისთვის სავაჭრო ობიექტის დამატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მეორე სამუშაო დღიდან.
 • უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია ქვითრის გაცემის უფლების მინიჭებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა უზრუნველყოს ამ თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაბამისი პირობების არსებობისას უცხოელის მიერ საქონლის შეძენისას ქვითრის გაცემა.

 

 

საქონლის შეფუთვა Tax Free-ით სარგებლობის დროს

   უფლებამოსილ გამყიდველთან შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) გამყიდველის მიერ თავსდება სპეციალურ შეფუთვაში და ილუქება.

საქონლის გაყიდვისას გამყიდველი ვალდებულია რეალიზებული საქონელი მოათავსოს სტანდარტულ ცელოფნის ან მუყაოს პარკში და დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი (ზომა 5:10 სმ) ისე, რომ სტიკერის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საქონლის ამოღება.

გამყიდველი ვალდებულია მყიდველს განუმარტოს, რომ საზღვრის დატოვებისას საქონლის არასრულად წარმოდგენის, დაზიანებული შეფუთვის ან/და სტიკერის წარდგენის შემთხვევაში იგი ვერ დაიბრუნებს დღგ-ს Tax Free მაღაზიაში ნაყიდ საქონელზე.

Tax Free დასალუქი სპეციალური წებოვანი სტიკერის შეძენა სავალდებულოა და შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის-ცენტრში. ერთეული სტიკერის ფასია 0,35 ლარი.

შეფუთული საქონელი გახსნას ექვემდებარება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ თანხის დაბრუნებაზე დასტურის მიღების შემდეგ.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

უფლებამოსილი გამყიდველის მიერ ქვითარი არ გამოიწერება და შესაბამისად, გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება:

• მალფუჭებად საქონელზე.

• სატრანსპორტო საშუალებაზე.

• ოქროზე, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით.

• ძვირფას ქვებზე.

• საქონელზე, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვას დაქვემდებარებული საქონლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე–173-ე მუხლების თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელზე.

 

o   უფლებამოსილმა გამყიდველმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა განუმარტოს Tax Free მომსახურებით სარგებლობის წესები.

o  გადახდილი დღგ-ის თანხა შესაძლებელია დაუბრუნდეს მხოლოდ ქვითარში მითითებულ პირს თუ საქონლის შეძენიდან გასული არ არის 3 თვე. უცხოელს უბრუნდება გადახდილი დღგ-ის   თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარში დაფიქსირებული საქონელი სრულად გაიტანება     საქართველოს ტერიტორიიდან სხვა  შემთხვევაში გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.