ლევან დგებუაძე
l.dgebuadze@rs.ge
(+995 32) 2 26 85 63
ლევან დგებუაძე შემოსავლების სამსახურში მუშაობს 2007 წლიდან, იგი იკავებდა მომსახურების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების უფროსის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის განყოფილების უფროსის, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს, 2024 წლის 6 ივნისიდან უკავია მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი და ამავე უნივერსისტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი.
საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების უზრუნველყოფა, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება;
ბ) კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;
გ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების ანალიზი და საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციის მიზნით წინადადებების მომზადება;
დ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება;
ე) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი, მომსახურების ხარისხისა და პროცედურების ხარვეზების ანალიზი და მათი გაუმჯობესება/აღმოფხვრაზე წინადადებების დამუშავება/შემუშავება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
ე1) კანონშესაბამისობის ღონისძიებების ხარისხის კონტროლის განხორციელება;
ე2) საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.