მომსახურების დეპარტამენტი

გიორგი პატარიძე

g.pataridze@rs.ge

(+995 32) 26 21 99

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფინანსების და საბანკო საქმის ფაკულტეტი. კარიერა დაიწყო 2000 წლიდან, საგადასახადო ინსპექციაში, საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობაზე. 2007 წელს, მუშაობა განაგრძო ,,ქართუ ჯგუფში“ უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორად. ამასთან, იყო „ქართუ ჯგუფის“ საფინანსო კონტროლის ჯგუფის ფინანსისტი. შემდგომ, მან მუშაობა გააგრძელა საფინანსო კონტროლის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. 2013-2014 წლებში, „ქართუ ჯგუფის“ საფინანსო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. 20.03.2014-07.02.2018 წლებში, ის სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. 07.02.2018-03.12.2019 წლებში, სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. 03.12.2019-11.08.2025 წლებში, მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციზე. 2025 წლის 11 აგვისტოდან, ის ხელმძღვანელობს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს.