სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი

ლევან ბერაძე

L.beradze@rs.ge

(+995 32) 2 26 11 55

სპეციალობით სამართალმცოდნეა, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კარიერა დაიწყო 1997 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანაშემწის თანამდებობაზე. 2019 წლის ოქტომბრის თვიდან არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. მიმდინარე პოზიციამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს კადრების და პირადშემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსი ინსპექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ინსპექტორი, სს „ჯი პი აი ჰოლდინგი”-ს იურისტი და რეგრესების მენეჯერი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მონიტორინგისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს ოპერატიული რეაგირების განყოფილების მთავარი ოპერატიული ოფიცერი, სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის მრჩეველი, სსიპ შემოსავლების სამსახური სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.