კითხვარი არეგულირებს სესხის გაცემისას საპროცენტო შემოსავლის დაბეგვრის წესს და განკუთვნილია საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის, ასევე საქართველოს რეზიდენტი იმ საწარმოსათვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
კითხვარი არ მოიცავს:
• გაცემული სესხის ძირითადი თანხის გაცემისა და მისი დაბრუნების გადასახადებით დაბეგვრის საკითხის შეფასებას;
• საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს;
• სესხის გამცემსა და მიმღებს შორის საგადასახადო ვალდებულებას, როდესაც საკითხის შინაარსის/ფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, იკვეთება განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობის კლასიფიკაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

კითხვარი მუშაობს სატესტო რეჟიმში. გთხოვთ, თქვენი რეკომენდაციები და წინადადებები დააფიქსიროთ უკუკავშირის მეშვეობით.