Tags: კითხვა პასუხი, კითხვა-პასუხი, კითხვები და პასუხები, FAQ, ხშირი კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

9 სექტემბერი 2020

ყველას გახსნა

ვის ენიჭება „ოქროს სიის “ მონაწილის სტატუსი?

შემოსავლების სამსახური „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს ანიჭებს პირს თუ:

  • შემოსავლების სამსახურში  განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში კანდიდატს აქვს:
  •  საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან/და ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
  • იმპორტის გადასახდელზე წარმოშობილი საბაჟო/საგადასახადო ვალდებულების შესრულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან/და ექსპორტის პროცედურაში მოქცევის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;

 

  • შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით: 
  • საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული , პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 6 თვის გასვლა  
  • დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია;
  • საგადასახადო დავალიანების არქონა.

სპეციალური წესით მიღება -განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს ზემოთ მოყვანილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას განახორციელებს პირველი 6 თვის განმავლობაში.)

რას გულისხმობს ,,ოქროს სიის“ მონაწილეთათვის გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურები?

 

ოქროს სიის მონაწილეს შეუძლია:

  • საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში.

 თუ „ოქროს სიის” მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას), წარადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.

  • გაფორმების საბაჟო ორგანოს საქონლის საბაჟო დეკლარაცია წარუდგინოს ელექტრონულად მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms”-ის მეშვეობით . (კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს)

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენებისას, „ოქროს სიის“ მონაწილეს იმპორტის გადასახდელი შეუძლია გადაიხადოს, საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა –კუთვნილ, 

ვის შეუძლია გახდეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპარატორი

ნებისმიერი გადასახადის გადამხდელს, რომელიც ჩართულია საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საბაჟო ფორმალობებთან, შეუძლია მოითხოვოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება გახდეს როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე კომპანია, ვინაიდან შერჩევის კრიტერიუმებში ყურადღება არ ექცევა კომპანიის ბრუნვის მოცულობას.

გადასახადის გადამხდელი, რომლსაც სურს მიიღოს ავტორიზაცია, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

პირობები/მოთხოვნები

AEOC

AEOS

არ დაურღვევია საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობები, ასევე არ ჩაუდენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაული

 

X

 

X

კომერციული აღრიცხვის და სატრანსპორტო აღრიცხვის მართვის სისტემა

X

X

გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა

X

X

გამოცდილება ან/და პროფესიული კვალიფიკაცია

X

 

დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტების უზრუნველყოფა

 

X

 

რას გულისხმობს ავტორიზებული ეკონომიკური ოპარატორისათვის გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურები?

  • ნაკლები სიხშირით ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლი - ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერების და საქონლის დოკუმენტური შემოწმების სიხშირე;
  • წინასწარი შეტყობინება ფიზიკური დათვალიერების შესახებ (AEOS ავტორიზაციის შემთხვევაში) - საქონლის საქართველოში შემოტანამდე, წინასწარ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ავტორიზაციის მფლობელს აცნობებს საქონლის ფიზიკური დათვალიერების შესახებ;
  • საბაჟო სერვისებით უპირატესი სარგებლობის უფლება - ავტორიზაციის მფლობელისთვის შესაძლებელი გახდება კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გაფორმების ღონისძიებები განახორციელოს პრიორიტეტული წესით;
  • საზღვარზე უპირატესი გავლა - სტატუსის მფლობელს შეეძლება საქართველოდან გასვლისას რიგი გაიაროს პრიორიტეტული წესით:
  • თუ სტატუსის მფლობელი არის ტვირთის მესაკუთრე, იგი ისარგებლებს ტირ-პარკში არსებულ რიგში უპირატესობით;
  • თუ სტატუსის მფლობელი გადამზიდავია, იგი ისარგებლებს ტირ-პარკში არსებულ რიგში უპირატესობით, მათ შორის ცარიელი სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაშიც.
  • კონტროლის განხორციელება შეთანხმებულ ადგილას (AEOC ავტორიზაციის შემთხვევაში) - ავტორიზაციის მფლობელისათვის შესაძლებელი გახდება კუთვნილი საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის შეთანხმებულ ადგილას განხორციელება;
  • გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება (AEOC ავტორიზაციის შემთხვევაში) - სტატუსის მფლობელი არ წარადგენს გარანტიას:
  • საქონლის დროებითი შემოტანისას;
  • შიდა გადამუშავებისას;
  • საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას;
  • როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;
  • შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვისას.

 

  • შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა (AEOC ავტორიზაციის შემთხვევაში) - კუთვნილი საქონლის შემთხვევაში, სტატუსის მფლობელს შეუძლია განახორციელოს მის კუთვნილ საწყობში საქონლის დროებით შენახვა;
  • გაფორმების ადგილზე საქონლის წარუდგენლობა (AEOC ავტორიზაციის შემთხვევაში) - კუთვნილი საქონლის შემთხვევაში, სტატუსის მფლობელს შეუძლია არ წარადგინოს საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში;

ზემოაღნიშნული შეღავათების გარდა, სტატუსის მფლობელზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს არაპირდაპირმა შეღავათებმაც.

როგორ უნდა შეინაჩუნოს ავტორიზაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელმა ?

იმისათვის, რომ სტატუსის მფლობელმა შეინარჩუნოს ავტორიზაცია, მან სტატუსის მინიჭებიდან უნდა განაგრძოს პირობების დაკმაყოფილება. ამავდროულად, სტატუსის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს აცნობოს ისეთი ცვლილებების განხორციელების განზრახვისას, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტორიზაციის გაგრძელებაზე. ძირითადად ესეთი შეტობინების აუცილებლობა დაკავშირებულია ხოლმე ორგანიზაციულ, პერსონალის, სისტემების ან პროცედურების ცვლილებებთან. თუ აღნიშნული ცვლილების შესახებ სტატუსის მფლობელი არ აცნობებს შემოსავლების სამსახურს ან აღმოჩნდა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სტატუსის შეჩერება ან/და გაუქმება, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში (გარდა სტატუსის მფლობელის მოთხოვნისა), განმეორებით წარდგენილი განაცხადი არ განიხილება სტატუსის გაუქმებიდან 3 წლის განმავლობაში.

რას გულისხმობს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი?

უფლებამოსილი ექსპორტიორი არის სტატუსი, რომელიც ექსპორტიორ კომპანიას უფლებამოსილებას აძლევს, თავად შეადგინოს საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი - „წარმოშობის დეკლარაცია“.

სტატუსით სარგებლობა შესაძლებელია:

  • ქართული პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტისას ევროკავშირის ქვეყნებში  
  • ქართული პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტისას  თურქეთის რესპუბლიკაში
  • ქართული პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტისას ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებში  „EFTA“ სახელმწიფოები ისლანდია, ლიხტენშტაინის სამთავრო, ნორვეგიის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია)

უფლებამოსილ ექსპორტიორს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებული პრეფერენციული რეჟიმით, მის მიერვე შედგენილი „წარმოშობისდეკლარაციის“ საფუძველზე და შესაბამისად, არ აიღოს წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ყოველი ექსპორტის განხორციელებისას.

რა პირობებია განსაზღვრული უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭებისთვის?

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია სტატუსის მინიჭების პირობები:

  • რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
  • საქართველოს  საბაჟო კოდექსით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა, ან სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა;
  • აღიარებული საგადასახადო დავალიანების არქონა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება);
  • ბოლო უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქართველოდან პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტის განხორციელება არანაკლებ 6-ჯერ და არანაკლებ 100 000 ლარის საერთო ღირებულებით;
  • საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

 

 

 

რა ვალდებულებები აქვს უფლებამოსილ ექსპორტიორს?

უფლებამოსილი ექსპორტიორი ვალდებულია:

  • წარმოშობის დეკლარაცია შეადგინოს მხოლოდ პრეფერენციული წარმოშობის საქონელზე;
  • შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ექსპორტიორის განაცხადში ან/და მის მიერ შედგენილ წარმოშობის დეკლარაციაში მითითებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;
  • უზრუნველყოს მის მიერ შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შენახვა;
  • საქონელთან დაკავშირებული, ექსპორტიორის განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

შენიშვნა: წარმოშობის დეკლარაციის მიზნებისათვის, საქონლის პრეფერენციული წარმოშობა გულისხმობს, რომ საქონელი აკმაყოფილებს „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ  რეგიონული კონვენციით ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებულ საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს.

როგორ ხდება სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მიღება

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელისერტიფიკატი.

შესაძლებელია უცხოურმა საწარმომ, რომელიც საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და  ასეთი საწარმოსათვის  ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, დამატებით დაარეგისტრიროს განცალკევებული მუდმივი დაწესებულება.

რა ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს უფლება აქვს:

  • საბაჟო საწყობიდან განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი;
  • საბაჟო საწყობში განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება, როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის;
  • საბაჟო საწყობში შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსაგან;
  • ზემოაღნიშნული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის გარდა, მიიღოს სხვა შემოსავალი, მათ შორის:
  • შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსით განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან;
  • შემოსავალი მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებიდან;
  • შემოსავალი, გარდა ზემოთ აღნიშნული ორი პუნქტისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს.

რა ეკრძალება სპეციალური სტატუსის მქონე საწარმოს

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ეკრძალება:

  • განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში, გარდა ამ საწარმოს ძირითადი საშუალებისთვის განკუთვნილი იმპორტისა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე შეისყიდოს საქართველოს საქონელი შემდგომი მიწოდების მიზნით;
  • მომსახურება გაუწიოს საქართველოს საწარმოს/ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;
  • ჰქონდეს საბაჟო საწყობი.