გაცნობებთ, რომ ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს მომხმარებელთა ონლაინ გამოკითხვა.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ თქვენი პასუხები სრულად ანონიმურია.
სააღრიცხვო დოკუმენტაცია
13 აგვისტო 2020
ყველას გახსნა
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ვალდებულია მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი (შემოკლებით - სსა).
საქართველოში ნებადართულია შემდეგი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება:
შემოსავლების სამსახური აწარმოებს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრს.
საქართველოში მოქმედი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელები და მარეგისტირებელი ორგანიზაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მიზნით განცხადებით -„ახალი საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის შესახებ“ მიმართავს სასურველი სალარო აპარატის მოდელის მარეგისტრირებელ/მომსახურე იურიდიულ პირს იხ. რეესტრი .
შენიშვნა: სალარო აპარატების საფასური განსხვავებულია მომწედებლებისა და მოდელების მიხედვით და ასევე ითვალისწინებს ყოველთვიურ ტექნიკური მომსახურების საფასურს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ განცხადების ლინკში.
რეგისტრაციის პროცედურების შემდეგ იურიდიული პირი განმცხადებელს გადასცემს დარეგისტრირებულ სსა-ს და სარეგისტრაციო ბარათს, რომელიც პირმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს სსა-ის მფლობელმა.
! გაითვალისწინეთ: რამდენიმე ობიექტის არსებობის შემთხვევაში, საკონტროლო სალარო აპარატები უნდა დარეგისტრირდეს თითოეული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით ცალ-ცალკე.
რეგისტრირებული სსა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის ფაქტობრივი მისამართი დაფიქსირებულია სარეგისტრაციო მონაცემებში, (გარდა დისტრიბუციის შემთხვევისა - აღნიშნულ შემთხვევაში სსა რეგისტრირდება გადამხდელის იურიდიული მისამართის მიხედვით).
როდესაც სსა-ის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, უნდა შედგეს განსაზღვრული ფორმის აქტი (ფიქსაციის აქტი), რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). ამასთან, შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი ან ჩეკის ასლი უნდა დაეკრას ამ აქტს.
! შედგენილი აქტი უნდა შეინახოს საგადასახადო ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.
ამასთან გაცნობებთ, რომ ფიქსაციის აქტის შევსება უკვე შესაძლებელია გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე - სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული ჩეკის კორექტირების აქტის შედგენა-
თუ მომხმარებლმა ჩეკის საფუძველზე მოითხოვა ნაყიდი საქონლის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაბრუნება და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა - უნდა შედგეს განსაზღვრული ფორმის აქტი (ფიქსაციის აქტი) 2 ეგზემპლიარად.
აქტს ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა, აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ჩეკი და ჩეკის ასლი.
! შედგენილი აქტი უნდა შეინახოს საგადასახადო ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.
ამასთან გაცნობებთ, რომ ფიქსაციის აქტის შევსება უკვე შესაძლებელია გადამხდელის
ელექტრონულ გვერდზე - სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული ჩეკის
საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით, პირს უფლება აქვს სსა-ს გარეშე განახორციელოს საქონლის რეალიზაცია გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე.ასეთ შემთხვევაში, პირი განცხადებით -წინასწარი თანხმობა გამოფენა/პრეზენტაციის ადგილზე, რეგისტრირებული სსა-ის გამოყენება ან მის გარეშე ვაჭრობაზე - მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა.წინასწარი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში სალარო აპარატის გარეშე საქონლის რეალიზაციისას, პირი უფლებამოსილია გასცეს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.
სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე სსა-ის გამოყენება (ჩეკის ამორტყმა).
შენიშვნა: მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი.
სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.
სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები და დაზიანების თაობაზე აცნობოს საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს.
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.