no image

იურიდიული პირი

საგადასახადო ასისტენტი
საბაჟო ასისტენტი

საგადასახადო ასისტენტი

მომდევნო ვალდებულება

საგადასახადო კალენდარი

16 ნოე

9

აქციზის დეკლარაცია
საწარმო/ორგანიზაცია დასაბეგრ მიწაზე იხდის ქონების გადასახადს
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ყოველთვიური გაანგარიშება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ
მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია
თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშება
დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია
დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ–ის თანხის გაანგარიშება

ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ

 

2026 წლის 16 ნოემბერი ფიზიკურ პირთა ქონებაზე/მიწაზე და საწარმოს/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის სავადო თარიღია

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის (სახაზინო კოდი: 101001000) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა.

05-ნოე-2026

ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აქტის ელექტრონული ფორმა და მისი შევსების წესი

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ცვლილება შევიდა „ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 12 ივნისის №13017 ბრძანებაში, რომლითაც დამტკიცდა „ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმა და წესი“.

05-ნოე-2026

ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის ახალი ელექტრონული აქტის აღრიცხვის წესისა და პირობების შესახებ, ონლაინ ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს 14:00 საათზე, ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის ახალი ელექტრონული აქტის აღრიცხვის წესისა და პირობების შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართება.

05-ნოე-2026

ცვლილება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომლის თანახმად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (საფ) და ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ნსაფ) კორექტირებისას დღგ-ის თანხის ზრდა ან შემცირება აისახება უშუალოდ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში.

03-ნოე-2026

საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვა

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს სათამაშო ბიზნესის სფეროში შემოღებულ იქნა ნებართვის ახალი სახე - „საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვა“.

03-ნოე-2026

ინფორმაცია - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის წესში შესული ცვლილების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 2026 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება.

28-ოქტ-2026

ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმასა და წესში  განხორციელებული სიახლის შესახებ, ონლაინ შეხვედრა გაიმართება

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმასა და წესში განხორციელებული სიახლეების გაცნობის მიზნით  საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართება.

27-ოქტ-2026

ახალი ამბების გამოწერა