იურიდიული დეპარტამენტი

დინარა ჩუბინიძე

d.chubinidze@rs.ge

(+995 32) 2 26 11 26

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კარიერა დაიწყო 2005 წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის სტაჟიორად. 2005-2010 წლების პერიოდში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის იგი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის ლიცენზიების სამმართველოს უფროსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი. 2010 წლის აპრილის თვიდან - 2021 წლის აგვისტოს თვემდე ეკავა სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა. 2021 წლის 18 აგვისტოდან დაინიშნა სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.