გიორგი ბუბუტეიშვილი
g.bubuteishvili@rs.ge
(+995 32) 2 26 21 42
სპეციალობით ეკონომისტია და სამართალმცოდნე. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კარიერა დაიწყო 1995 წლიდან საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობაზე, მათ შორის ოპერატიული სამსახურის ქ. თბილისის სამმართველოს ინსპექტორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომლის და შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობები, 2011 წელს საქმიანობა გააგრძელა შპს ,,ზადენი“-ს დირექტორად, ხოლო 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით იყო შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. 2020 წლის იანვრის თვიდან არის შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამსახურის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) სამსახურის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სამსახურის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 ნოემრბის ბრძანება №422 - ვებგვერდი, 30.11.2017წ.