აღნიშნული სერვისით საქართველოს მოქალაქეს საშუალება აქვს საკუთარი მონაცემები შეიტანოს დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემების ბაზაში, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ პირთა სიას, ვისაც აქვს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში).

გაითვალისწინეთ , დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით. სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში.