ფინანსური დეპარტამენტი

მიხეილ ახვლედიანი

m.akhvlediani@rs.ge

სპეციალობით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2020 წლის თებერვლის თვიდან მუშაობს სსიპ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. კარიერა დაიწყო 1998 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე, მიმდინარე პოზიციამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, იგი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი კონსულტანტი, საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი, საქართველოს შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრატეგიული ობიექტების დაცვის მთავარის სამმართველოს უფროსი, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.