საბაჟო დეპარტამენტი

ზურაბ სიჭინავა

Z.Sitchinava@rs.ge

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. კარიერა დაიწყო 2006 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობაზე. შემდეგ იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, სხვადასხვა სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თავმჯდომარის მოადგილე. 2021 წლის 5 აპრილიდან არის სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი.