გაცნობებთ, რომ ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს მომხმარებელთა ონლაინ გამოკითხვა.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ თქვენი პასუხები სრულად ანონიმურია.
გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით (გარდა კანონმდებლობით გათვალიწინებული საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა); საქართველოში ნებადართულია შემდეგი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება:
ა) GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატი;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელშიც შესაძლებელია SAM მოდულის აქტივაცია;
გ) აგს-ში, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში არსებული საწვავის რეალიზაციის ავტომატური აღრიცხვის სისტემა, რომელშიც შესაძლებელია SAM მოდულის აქტივაცია.