აუდიტის დეპარტამენტი

ზაალ ტყეშელაშვილი

Z.Tkeshelashvili@rs.ge

(+995 32) 2 26 17 45

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ასევე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კარიერა დაიწყო 2007 წლიდან სს „სტანდარტ ბანკი“-ში მსხვილ ბიზნეს სესხების ექსპერტად, სსიპ შემოსავლების სამსახურში მუშაობა დაიწყო 2020 წლის იანვრის თვიდან ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ამ პოზიციამდე დასაქმებული იყო სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იგი იყო სს ტრანსმშენის ბუღალტერი, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორ სტაჟიორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2021 წლის 22 იანვრიდან არის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.