ანალიტიკური დეპარტამენტი

ზაზა თაბაგარი

Z.Tabagari@rs.ge

(+995 32) 2 26 11 06

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. კარიერა დაიწყო 2011 წლიდან საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 2021 წლის იანვრის თვიდან არის სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მიმდინარე პოზიციამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის იყო საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური გამოკვლევებისა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის სტაჟიორი, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს მთავარი ინსპექტორი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის აპარატის (სამსახურის) უფროსი, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის საგადასახადო რისკების მართვის სამმართველოს უფროსი.