ვალის მართვის დეპარტამენტი

თეიმურაზ გაბადაძე

 t.gabadadze@rs.ge

(+995 32) 2 26 26 97

სპეციალობით სამართალმცოდნეა, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. კარიერა დაიწყო 2002 წლიდან საქართველოს პროკურატურის სოხუმის საქალაქო და რაიონულ პროკურატურაში, 2002 – 2019 წლებში დასაქმებული იყო სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იგი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე (დეტექტივების განყოფილების უფროსი), შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. სსიპ შემოსავლების სამსახურში მუშაობს 2019 წლიდან. 2019 წლის აპრილის თვიდან 2024 წლის ივნისამდე იკავებდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. 2024 წლის 6 ივნისიდან იკავებს ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.