ინფორმაციის განახლების თარიღი: 12 აგვისტო 2014

სიახლე


გაფორმების ეკონომიკურ ზონაში რიგის დაკავება და შესაბამისი ინფორმაციის SMS შეტყობინებით მიღება.

 

გეზში რიგის დაკავება

„გეზში საქონლის გაფორმების პროცედურების დაწყებისათვის, რიგში დგომით დროის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, შეგიძლიათ rs.ge-ს მეშვეობით, წინასწარ დაუკავშირდეთ გეზის საინფორმაციო სამსახურს. თქვენ მიიღებთ რიგის ნომერს და ინფორმაციას გაფორმების დაწყების სავარაუდო დროის შესახებ. რეგისტრაციისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია იხილეთ: რიგის დაკავება

 

SMS შეტყობინება აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციისა და ტერმინალში გამოცხადების დროს

„აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მიიღებთ ინფორმაციას თქვენი საქონლის მიერ საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისა და ტერმინალში შესვლის შესახებ.რეგისტრაციისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია იხილეთ: SMS აღრიცხვის მოწმობა

 

SMS შეტყობინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციისა და შეფასების დროს

აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მიიღებთ ინფორმაციას, თქვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან გამომდინარე, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციისა და, გაფორმების დასრულების შემთხვევაში, შეფასების თაობაზე. რეგისტრაციისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია იხილეთ: SMS საბაჟო დეკლარაცია