ინფორმაციის განახლების თარიღი: 04 ივნისი 2013

 

ექსპორტი

სად და როგორ დეკლარირდება საქონლის ექსპორტი?

  • საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონელი დეკლარირდება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით:
    ✔ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით;
    სასაქონლო ზედნადებით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა);
  • ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის გატანა (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) ან საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანა საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირდება:
    გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით;
    ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით;
    ან ზეპირი დეკლარირებით.
  • სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი დეკლარირდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებში:
    ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;
რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას?
  • სატრანსპორტო დოკუმენტი:
  • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები (CMR) ან TIR-წიგნაკი;
  • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
  • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
  • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
  • საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
  • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან
  • ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან
  • სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი;
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ლიცენზია/ნებართვა /სერტიტიფიკატი;
  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპორტის შემთხვევაში, დამატებით წარედგინება შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი“;
  • შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ექსპორტისას, ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა ასლების სახითაა შესაძლებელი თუ ორიგინალის წარდგენაა უცილებელი?

  • ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით.


რა ვადაში ხორციელდება საქონლის დეკლარირება?

  • ექსპორტში საქონლის დეკლარირების ვადებია:
  • კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უმეტეს 30 სამუშაო დღე;
  • საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − განაცხადის რეგისტრაციიდან არა უმეტეს 5 კალენდარული წელი;
  • გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას − გადამუშავების ვადის გასვლამდე.
შენიშვნა: თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია ზემოაღნიშნულ ვადაში ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
    თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.
ვინ ავსებს საბაჟო დეკლარაციას?

  • დეკლარანტი, თუ:
  • დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
  • გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში ან/და „ORACLE”-ში;
  • მისი წარმომადგენელი, თუ:
  • ამ დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
  • წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA-ში ან/და „ORACLE”-ში;
  • საგადასახადო ორგანო:
  • როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე;

რა ვადაში უნდა წარედგინოს საბაჟო გამშვებ პუნქტს დეკლარირებული საქონელი?

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი − დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეში;
  • ექსპორტში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან − 45 კალენდარულ დღეში.

შესაძლებელია თუ არა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით?

  • დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
  • გარე გადამუშავება;
  • თავისუფალი ზონა.
სად შეიძლება დასაწყობდეს ექსპორტში მოქცეული საქონელი?
  • ექსპორტში მოქცეული საქონელი შესაძლებელია დასაწყობდეს:
  • საბაჟო საწყობში;
  • საბაჟო ტერმინალში;
  • შენახვის სხვა ადგილზე.
წარედგინება თუ არა დროებით შენახვის განაცხადი?

  • საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.

რა ვადით შეიძლება ინახებოდეს საბაჟო საწყობში ექსპორტში მოქცეული საქონელი?

  • ექსპორტში მოქცეული საქონელი შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 120 დღისა.

რა გადასახადებია დაწესებული საქონლის ექსპორტის დროს?

  • საქონლის ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახდელებისაგან.

  • შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება შემდეგი მოცულობით:
    ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 160 ლარის ოდენობით;
    ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით;
    გ) ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 50 ლარის ოდენობით.