ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

13-მარტი-2019

9 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საფრანგეთის მოქალაქეს დ.ბ.-ს, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (74 აბი), ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მარტი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა