სარფში, სადახლოსა და წითელ ხიდზე 13,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

13-მარტი-2019

8-12 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა  და აზებაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური  და მათი  მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ჯამში 13,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და  სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მარტი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა