ვალესა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

11-თებერვალი-2019

31 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (18 აბი) და ფსიქოტროპული (11აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
თებერვალი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728

X
ახალი ამბების გამოწერა