წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

09-იანვარი-2019

8 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ბ.უ-ს, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტი (560 ღერი) აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონლი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
იანვარი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

X
ახალი ამბების გამოწერა