წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

09-იანვარი-2019

8 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ზ.რ.-სა და ი.რ.-ს, ფიზიკური და კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 11 804.56 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 171.29 გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 11 804.56 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
იანვარი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

X
ახალი ამბების გამოწერა