ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

08-იანვარი-2019

5 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი’’, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 12,926 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 107,06 გრამი) გამოავლინეს. 

​საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ფულადი ჯარიმა, 12,926 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
იანვარი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

X
ახალი ამბების გამოწერა