ფინანსთა სამინისტრომ და შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

09-ნოემბერი-2018

 

8 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური კომპლექსური, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის ორი მოქალაქე: 1982 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.  

სამართალდამცველებმა მ.მ.-ს 170,93 გრამი, ხოლო მ.ა.-ს 117,53 გრამი   ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს.  ჩადენილი დანაშაული  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-6  ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ნოემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

X
ახალი ამბების გამოწერა