სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

07-ნოემბერი-2018

6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“,  დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯიანის მოქალაქის გ.ს-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 11 791.98 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროსა (229.59 გრამი) და ვერცხლის (1.800 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ხოლო, საქართველოს მოქალაქეს მ.ა-ს დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (1822.44 გრამი) ასევე, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა.

ორივე საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ნოემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

X
ახალი ამბების გამოწერა