კარწახში, ლაგოდეხსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

06-ნოემბერი-2018

1 - 3 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“, ,,ლაგოდეხი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, თურქეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, ე.ა.-ს, კ.კ.-სა და ჩ.ს.-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (34 აბი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
იანვარი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

X
ახალი ამბების გამოწერა