4 ოქტომბეტრს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.კ-სა და ა.ხ-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, 56,243.45 ლარის ღირებულების არდეკლარირებული მობილური ტელეფონები (31 ცალი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური