სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

09-ოქტომბერი-2018

6 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“,  არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.შ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად,  არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა 235.35 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12,923.1 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, 12,923.1 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

X
ახალი ამბების გამოწერა