საგადასახადო სამართალდარღვევის 572 ფაქტი გამოვლინდა

08-ოქტომბერი-2018

1 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 572 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, შემოწმდა 4012 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 106 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 36 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 430 ფაქტი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
თებერვალი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728

X
ახალი ამბების გამოწერა