ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლი გაუმჯობესდება

14-სექტემბერი-2018

14 სექტემბერს, სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია", წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სტანდარტების ამაღლების პროექტის დასრულების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის I („დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა“) პლატფორმის საზღვრის ინტეგრირებული მართვის საფლაგმანო ინიციატივის საპილოტე პროექტი- - „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი-სინიქ ქორპუ“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა“ სამწლიანი პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებმა, ევროკავშირთან (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით განახორციელეს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ დუნდუამ, აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჯავად გასიმოვმა, ევროკავშირის ელჩმა აზერბაიჯანში კესტუტის იანკაუსკასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა აზერბაიჯანში გულამ ისჰაგზაიმ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ. კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის მართვის უწყებების, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები წითელ ხიდზე გაემგზავრნენ და საზღვრის ორივე მხარეს სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლისათვის განკუთვნილი ახალი ინფრასტრუქტურა - სასაზღვრო ინსპექციის სრულად აღჭურვილი პუნქტი საქართველოს მხარეს და ახალი საბაჟო ტერმინალი აზერბაიჯანის მხარეს დაათვალიერეს. ახალი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი 6.5 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, სრულადაა აღჭურვილი სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის განსახორციელებლად. ამასთან, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, საქართველოს სასაზღვრო სისტემების შეფასება განხორციელდა.

შეიქმნა ახალი თანამედროვე სასწავლო სისტემა საზღვრის მართვის უწყებების თანამშრომლებისათვის, ხოლო შემოსავლების სამსახურისა საბაჟო დეპარტამენტის 300-ზე მეტმა თანამშრომელმა საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის აზერბაიჯანის მონაკვეთზეც. წითელი ხიდის პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო: ღია და დაცული საზღვრის პრინციპების დანერგვა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებების განვითარება, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, ვაჭრობისა და გადაადგილების ხელშეწყობა. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 2.6 მილონი ევრო შეადგინა. აქედან 2,128,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო დარჩენილი თანხა კი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანაბარი თანამონაწილეობით შეივსო. პროექტი აზერბაიჯანსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობების მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტთან თანამშრომლობით განახორციელეს. 

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
ნოემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

X
ახალი ამბების გამოწერა