ქუთაისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

09-ივლისი-2018

7 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, ი.ტ-სა და გ.ბ-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (74 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
სექტემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

X
ახალი ამბების გამოწერა