წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

16-მაისი-2018

15 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,  საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“  ჯამში, 1,460 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქონელი, საქართველოს მოქალაქეების, გ.გ-ს, შ.ა-სა და ბ.ა-ს ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  289-ე მუხლის მე-14-ე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

X
ახალი ამბების გამოწერა