შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური სტუდენტებისთვის გრძელდება

16-მაისი-2018

„ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტის ფარგლებში, 15 მაისს, ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ,,საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის, გაცნობითი სახის სემინარი გაიმართა საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“ და ისანი-სამგორის სერვისცენტრში.

სტუდენტები ადგილზე გაეცნენ შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ობიექტებზე დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, არსებულ სერვისებსა და პროცედურებს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სტუდენტებს, როგორც მომავალი გადასახადების გადამხდელებს, საგადასახადო და საბაჟო სისტემების ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ ვრცელი პრეზენტაციები წარუდგინეს.

სემინარს 30-მდე სტუდენტი დაესწრო.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მომავალი გადამხდელებისთვის, შემეცნებითი ხასიათის პროგრამებს ყოველწლიურად ახორციელებს. წელს, პროექტი 12 აპრილს დაიწყო და მასში ქვეყნის მასშტაბით, 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია ჩართული.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა