საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მონაწილეობით, ასტანაში საგადასახადო თანამშრომლობის კონფერენცია მიმდინარეობს

15-მაისი-2018

14-16 მაისს, ასტანაში „სარტყელი და გზის ინიციატივის საგადასახადო თანამშრომლობის კონფერენცია“ (BRITCC) მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი ესწრება. კონფერენცია  ყაზახეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის, ჩინეთის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერაა ორგანიზებული.

 

კონფერენციაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ღონისძიების მონაწილეებს გადამხდელთა მომსახურების სფეროში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით, საქართველოს  გამოცდილება  გაუზიარა.

 

გიორგი თაბუაშვილმა ასევე მონაწილეობა  მიიღო  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საგადასახადო ადმინსიტრაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, სადაც ხაზი გაუსვა საგადასახადო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და საერთაშორისო საგადასახადო სტანდარტების განხორციელების მიზნით, რეგიონული დიალოგის მნიშვნელობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  „სარტყელი და გზის ინიციატივის“  განხროციელებას. 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

X
ახალი ამბების გამოწერა