საქართველო საგადასახადო ადმინისტრაციათა უნიკალური ფორუმის წევრია

15-მაისი-2018

საქართველო საგადასახადო ადმინისტრაციათა უნიკალური ფორუმის (FTA) წევრი გახდა. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 12 აპრილს იქნა მიღებული.

საგადასახადო ადმინისტრაციათა ფორუმი 2002 წელს შეიქმნა და   საგადასახადო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა თანამშრომლობისთვის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმი დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების ჩათვლით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი, ასევე არაწევრი ქვეყნებისგან შედგება, სადაც  საგადასახადო ადმინისტრაციების ლიდერები საგადასახადო ადმინისტრაციების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კოლექტიურად, ასევე ქვეჯგუფებისა და ქსელების მეშვეობით,  მნიშვნელოვან, გლობალურ ტენდენციებს განიხილავენ, მუშაობენ ახალ იდეებსა და მიმართულებებზე.

საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციათა ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანებით, კიდევ ერთხელ დასტურდება ქვეყნის პროგრესი საგადასახადო სფეროში და საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლი საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

X
ახალი ამბების გამოწერა