საგადასახადო სამართალდარღვევის 499 ფაქტი გამოვლინდა

15-მაისი-2018

7 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 499 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 2718 გადამხდელი და გამოვლინდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 68 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 35 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 396  ფაქტი.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

X
ახალი ამბების გამოწერა