GGF პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უცხოელი ექსპერტები ეწვივნენ

28-სექტემბერი-2017

GGF–ის (Good Governance Fund) პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ფრაისვოთერჰაუსკუპერსის (PwC) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სერგი კობახიძე და უცხოელი ექსპერტები ესტუმრნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადის რეფორმის საკითხებს, ინფორმაციის ეფექტური ანალიზის გზების ძიებას, მათ შორის, ფინანსური ანგარიშებისა და სპეციფიკური საგადასახადო რისკების შეფასების საშუალებების განვითარებასა და იმპლემენტაციას. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ოქტომბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

X
ახალი ამბების გამოწერა