შემოსავლების სამსახურის უფროსი საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

17-მარტი-2017

17 მარტს, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო ადმინისტრაციების საკონტაქტო პირთა რიგით 24-ე ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი IOTA-ს გენერალურ მდივანს მიგელ სილვა პინტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დასრულებული ღონისძიების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყება მზად არის უფრო აქტიური წვლილი შეიტანოს IOTA-ს ორგანიზაციულ მმართველობაში და ამ მიზნით წარადგინოს უწყების კანდიდატურა აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევის პროცესში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, 15-16 მარტს, თბილისში საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო ადმინისტრაციების საკონტაქტო პირთა რიგით 24-ე ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას IOTA-ს წევრი 36 ქვეყნის 50 წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აპრილი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

X
ახალი ამბების გამოწერა