წითელ ხიდზე მებაჟე ოფიცრებმა მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

16-მარტი-2017

11 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის, ფ.დ-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას, 14 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5,246 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ივლისი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

X
ახალი ამბების გამოწერა