სადახლოზე, ყაზბეგსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

16-მარტი-2017

8 - 11 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (136.78 გრ.) და ვერცხლის ( 8.6 კგ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17,091.99 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 17,091.99 ლარის ოდენობით შეეფარდათ. 9 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ოქროს ნაკეთობების (279.85 გრამი) უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 18,209.43 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აგვისტო 2017
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

X
ახალი ამბების გამოწერა