სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

16-მარტი-2017

14 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი - სიგარეტი (1,000 ღერი) და ალკოჰოლური სასმელი კონიაკი (4.5 ლიტრი) აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ოქტომბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

X
ახალი ამბების გამოწერა