შემოსავლების სამსახურში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

16-თებერვალი-2017

 

14 თებერვალს, საერთაშორისო ვაჭრობის მონაწილე პირების ინტერესების დაცვისა და მაქსიმალურად ეფექტურად მომსახურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილი საკოსულტაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს როგორც განხორციელებული, ასევე დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები. შეაჯამეს ინფორმაცია გასულ სხდომებზე განხილული  საკითხების შესრულების თაობაზე.

შეხვედრას შემოსავლების სამსახურის მხრიდან ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე,  საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელმა ჯაბა ლახაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, სს „საქართველოს რკინიგზის“, USAID/CAUCASUS პროექტის მმართველობა განვითარებისთვის (G4G) -ის, საერთაშორისო ექსპედიტორთა ეროვნული ასოციაციის,  ლასარეს, ლილო 1 -ის და girca -ს წარმომადგენლებმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, 23 თებერვალს, თბილისში გაიმართება ვაჭრობის ხელშეწყობის საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორია აზიის განვითარების ბანკი (ADB) და „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა (CAREC)“. CAREC-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, წევრ ქვეყნებს შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, საბაჟოს და ენერგეტიკის სფეროების განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების გამარტივების, სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების განვითარების საკითხებს. CAREC-ის ფინანსურ მხარდაჭერას  აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისლამური განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი ახორციელებენ.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
ოქტომბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

X
ახალი ამბების გამოწერა