ინფორმაციის განახლების თარიღი: 16 დეკემბერი 2013

საქართველოს მთავრობის დადგენილება
N96 2010 წლის 30 მარტი ქ. თბილისი



საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მუხლი1 (11.03.2011 N 121)

 

1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთები.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 11 (11.03.2011 N 121)

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია;
ე) საქართველოს პროკურატურა;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
თ) საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 12. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში საგადასახადო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გარეშე. (5.01.2011 N 7)
მუხლი 13. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსა¬ხუ¬რის უფროსი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ და¬დ¬გენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის დადგე¬ნილი საფასურის გადახდისაგან პირის გათავისუფლების შესა¬ხებ. (10.08.2010 N 232)
მუხლი 14. (27.06.2011 N 259)
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, 59-ე 64-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში. (15.11.2013 N 296)
2. „ოქროს სიის“ მონაწილე პირისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი „ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაში. (25.06.2012 N 227)
3. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილე¬ბით გა¬¬ნ¬¬საზ-ღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახ¬დი¬ლი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის დადგენილ ვადაში, გარდა ამ მუხლითა და 15 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (8.08.2012 N 327 გა¬ვ¬¬რ¬ცე¬ლ¬დეს 2012 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთი¬ერ¬¬¬თო¬¬ბებზე)
მუხლი 15. თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს გამარტივებული დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. (13.01.2011 N21)
მუხლი 16. ამოღებულია (12.04.2011 N 177)
მუხლი 17 (15.11.2013 N 296)
სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 821 და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;
ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრუ­ლებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;
გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე)ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;
ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;
ზ) საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება;
შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი;
თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს  საგადასახადო კოდექსის  235-ე  მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი)იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფ­ლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;
კ) სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში ფიზიკური პირის მიერ საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება;
ლ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა);
მ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა);
ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის რეექსპორტი;
ო) შენახვის სხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლა­რაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტონაწილების იმპორტი ან რეექსპორტი. ამოღებულია (15.11.2013 N 296 ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან)
მუხლი 18. (11.03.2011 N 121)
1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. ,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. (18.11.2011 N 437)
მუხლი 19 (21.04.2011 N 183)
,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახუ¬რების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება:
ა) მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებ¬ზე, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე;
ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დე¬კ¬ლარაციაზე, აგრეთვე იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რო¬¬მელთა საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარ¬დგენა ვერ ხორციელდება შესაბამისი პროგრამული უზ¬რუნ¬¬ველყოფის არარსებობის გამო.
მუხლი 110 (25.04.2013 N 89)
1.1.საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“  54-ე და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, გარდა: (15.11.2013 N 296)
ა) „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ მომსახურების გაწევისა;
ბ) ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის შევსებისა;
გ) საქონლის სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირების შემთხვევისა. ამოღებულია (17.05.2013 N 118 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან)
2. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე, 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.
3. არასამუშაო დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება იმ პირისათვის, რომელსაც „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი მინიჭებული აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ამ დადგენილების მიზნებისთვის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირას – 14 საათის შემდეგი პერიოდი და უქმე დღეები.
მუხლი 111 (27.12.2011 N 495)
1. ამოღებულია (30.04.2012 N 160)
2. ამოღებულია (30.04.2012 N 160)
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განა¬კ¬ვეთების“ მე-5 გრაფით გათვალისწინებული მომსახურება არ მოიცავს გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩ¬ა¬ტ¬არებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწი¬ლით გათვალისწინებული პირის მიერ. (24.12.2012 N 22)
მუხლი 112 (25.06.2012 N 227)
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს პირადი საგადასახადო მრჩევლის ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პირი უფლებამოსილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხადოს ორ ნაწილად: პირველი ნახევარი – პირადი საგადასახადო მრჩევლის ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო მეორე ნახევარი – ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში.
3. პირადი საგადასახადო მრჩევლის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე პირის მიერ მომდევნო წლის მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება დამატებით ერთი წლით.
4. თუ პირმა პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრამდე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის 6-თვიანი ვადის განმავლობაში მიმართოს საგადასახადო ორგანოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული პირობებით პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობის მოთხოვნით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია საფასურის ანგარიშში ჩაითვალოს 2012 წლის 1 იანვრამდე დაწყებული მომსახურებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის თანხა, დარჩენილი პერიოდის (მიუღებელი მომსახურების) პროპორციულად.
6. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის საფუძ¬ვ¬ლით პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულე¬ბის შე¬წყვეტის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია დაიბრუნოს პირადი სა¬გა¬და¬სახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობისათვის გადახდილი სა¬ფა¬სურის თანხა, დარჩენილი პერიოდის (მიუღებელი მომსახურების) პროპორციულად. (8.08.2012 N 327)
მუხლი 113 (30.04.2012 N 160)
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-4 გრაფით გათვა¬ლის¬¬წინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართ¬ველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გა¬თვალის¬წი¬ნებული პირი საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნებისათვის.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივნი¬სი¬დან. (31.05.2010 N 149)

 

 
           
პრემიერ-მინისტრი   ნიკა გილაური

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსა­ხურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები (25.08.2010 N 263)



 

 

 

N

 

მომსახურების სახე

 

მომსახურების ვადა

 

მომსახურების ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით)

 

1

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემისა) (6.09.2012 N 365)

20 სამუშაო  დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე

უფასო
400 ლარი
800 ლარი
2 000 ლარი

2

პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება (25.06.2012 N 227)

1 წელი

მსხვილი გადამხდელის სტატუსის მქონე პირებისათვის ან/და
 3 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირისათვის
– 3 000 ლარი;

1 000 000 ლარიდან 3 000 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის
– 2 000 ლარი;

სხვა პირებისათვის – 1 000 ლარი.

შენიშვნა: საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო წლიური საგადასახადო დეკლარაციის მონაცემები

 

3

გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების/ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემა

3 სამუშაო დღეზე მეტი
3 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე

უფასო
10 ლარი
20 ლარი

4

არქივიდან ერთი საანგარიშო პერიოდის ერთი სახის გადასახადის/მოსაკრებლის დეკლარაციის/გაანგარიშების და მისი დანართების ასლების გაცემა ან ელექტრონული ფორმით შევსებული ერთი საანგარიშო პერიოდის ერთი სახის გადასახადის/მოსაკრებლის   დეკლარაციის/გაანგარიშების ასლის დამოწმება

10 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

20 ლარი

30 ლარი

 

5

გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარება
(11.03.2011 N 121)

 

ორგანიზაციებისათვის – 5000 ლარი;

სხვა პირებისათვის – თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა 1 000 000 ლარამდეა – 10 000 ლარი;

თუ შესამოწმებელი პერიოდის ჯამური ბრუნვა   1 000 000 ლარზე მეტია – 30 000 ლარი.
 
 შენიშვნა: ამ გრაფის მიზნებისათვის ორგანიზაციად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული
წარმონაქმნები

 

6

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა (23.09.2011 N 353 ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.)

20 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

100 ლარი

7

ამოღებულია (18.11.2011 N 437)

   

8

ამოღებულია (18.11.2011 N 437)

   

9

ამოღებულია (18.11.2011 N 437)

   

10

გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის გაცემა

1 სამუშაო დღე

1 სა­მუ­შაო დღეზე მეტი

400 ლარი

200 ლარი

11

ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა (28.12.2010 N 414)

4 საათი
1 დღე
1 დღეზე მეტი

400 ლარი
300 ლარი
200 ლარი

 

12

ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) (12.04.2012 N 136)

 

აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ
10 ლარისა

13

სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანი¬კური სატრანსპორტო საშუა¬ლების(რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცუ¬ლობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევა-ში−მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვა-ლისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე (15.11.2013 N 296)

 

არა უმეტეს 5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;

5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 

 

14

 

 

 

 

 

 

 

„საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა, 48 და 49 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

(15.11.2013 N 296)

 

 

 

 

 

 

 

 

60 კალენდარული დღე

პირებისათვის (მათ შორის არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის), რომელთა ერთობლივი შემოსავალი 10 000 000 ლარზე მეტია, აგრეთვე არარეზიდენტი პირებისათვის - 10 000 ლარი;

პირებისათვის (მათ შორის არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის), რომელთა ერთობლივი შემოსავალი 10 000 000 ლარზე ნაკლებია – 5 000“ ლარი.

შენიშვნა: საფასურის ოდენობის  მიზნებისათვის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით.  თუ პირს აღნიშნული წლიური საგადასახადო დეკლარაცია არ აქვს წარდგენილი საგადასახადო ორგანოში, საფასურის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.

 

15

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება (30.04.2012 N 160)

 

 20 ლარი

16

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების უფლების მინიჭება (ველის განსაზღვრა)

 2 სამუშაო დღე

100 000 ველის გამოყოფა –
10 000 ლარი 

17

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ველის გაგრ­ძელება

 2 სამუშაო დღე

100 000 ველის გაგრძელება –
2 000 ლარი 

18

ამოღებულია (13.06.2012 N 215)

   

19

ამოღებულია (13.06.2012 N 215)

   

20

ამოღებულია  (25.03.2011 N 143)

   

21

ამოღებულია  (25.03.2011 N 143)

   

22

წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობაზე თანხ­მობის გაცემა

1 სამუშაო დღე 
3 სამუშაო დღე

500 ლარი
250 ლარი 

23

სანებართვო მოწმობის დუბლიკა­ტის გაცემა

1 სამუშაო დღე 

 10 ლარი

24

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის პირობებში ცვლილებების შეტანაზე თანხ­მობის გაცემა

1 სამუშაო დღე 
3 სამუშაო დღე

100 ლარი
50 ლარი 

25

აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვაში (ობიექტის ადგილმდებარეობის) ცვლილებების შეტანა

1 სამუშაო დღე 
3 სამუშაო დღე

500 ლარი
100 ლარი 

26

ამოღებულია (8.02.2012 N 45)

   

27

ამოღებულია (21.04.2011 N 183)

   

28

ამოღებულია (18.11.2011 N 437)

   

29

ამოღებულია (3.05.2011 N 198)

   

30

ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვასთან დაკავშირებული მომსახურება
(13.01.2011 N21 ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან)

 

ერთი ლუქისათვის – 12 ლარი

31

ამოღებულია (30.04.2012 N 160)

   

32

ამოღებულია (21.01.2011 N27)

   

33

 

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის (ჩგდ-ის) გაცემა (24.05.2012 N 192)

3 სამუშაო დღე

1 ჩგდ – 0.05 ლარი

34

გამარტივებული აღრიცხვის ჟურნალის რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე 

20 ლარი

35

 

საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა

10 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე 
3 სამუშაო დღე 

უფასო
20 ლარი
10 ლარი

36

 

საგადასახადო შედარების აქტის გაფორმება

10 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე 
3 სამუშაო დღე 
5 სამუშაო დღე

უფასო
250 ლარი
100 ლარი
50 ლარი

37

ნავთობპროდუქტების რეალიზა­ტო­რის სტაციონარული ობიექტისათვის შვიდნიშნა კოდის რეგისტრაცია

1 სამუშაო დღე  

1 ობიექტზე –
50 ლარი

38

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის სარგებლობის ვადის გაგრძელება

1 სამუშაო დღე  

1 ობიექტზე –
50 ლარი

39

ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაცია (გარდა იმ პირისა, რომელიც თავის სახელზე არეგისტრირებს ან რომელსაც თავის სახელზე დარეგისტრირებული აქვს მოცემული სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდი)

1 სამუშაო დღე  

1 ობიექტზე –
50 ლარი

40

გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენა

5 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე 

უფასო
10 ლარი

41

ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა ერთი გადასახადის სახიდან მეორე გადასახადის ვალდებულებათა ანგარიშზე

 

5 000 ლარამდე – 50 ლარი

1 000 000 ლარამდე – 200 ლარი

1 000 000 ლარზე მეტი – 1 000 ლარი

42

დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა

10 სამუშაო დღე
2 სამუშაო დღე 
5 სამუშაო დღე 

უფასო
100 ლარი
50 ლარი

43

ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად ცნობის გაცემა

30 კალენდარული დღე
1 სამუშაო დღე 
5 სამუშაო დღე 

უფასო
100 ლარი
50 ლარი

44

ამოღებულია (18.11.2011 N 437)

   

45

განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიღება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის დეკლარირებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისთვის)  (31.03.2011 N 152)

10 სამუშაო დღე 
3 სამუშაო დღე 
1 სამუშაო დღე 

უფასო
20 ლარი
50 ლარი

46

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში თავდაპირველად დაშვება (18.11.2011 N 437)

 

200 ლარი

47

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA»-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება (28.12.2010 N 414)

1 სამუშაო დღე 
3 სამუშაო დღე 

50 ლარი
20 ლარი

48

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის მიმართ საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ (28.12.2010 N 414)

30 სამუშაო დღე 
10 სამუშაო დღე 
5 სამუშაო დღე 

უფასო
250 ლარი
500 ლარი

49

 

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ (28.12.2010 N 414)

30 სამუშაო დღე 
10 სამუშაო დღე 
5 სამუშაო დღე 

უფასო
250 ლარი
500 ლარი

50

ამოღებულია (18.11.2011 N 437)

   

51

დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საბაჟო საწყობის, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში (25.06.2012 N 227)

20 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე

უფასო
50 ლარი
100 ლარი

52

 ამოღებულია (28.12.2010 N 414)

   

53

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე მატერიალური სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის (მათ შორის, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ -ფაქტურის) გაცემა (3.11.2010 N 337)

 

1 ცალი _ 50 თეთრი

54

 

 

 

 საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე, 75-ე, 82-ე, 821, 822, 86-ე, 87-ე და 99-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (15.11.2013 N 296 

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი 

 

55

  ამოღებულია (21.12.2010 N 388)

   

56

 ამოღებულია (21.12.2010 N 388)

   

57

დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის
ტერიტორიაზე სატრანსპორტო
საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და იმავე ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა (21.12.2010 N 388)

 

1 ტონა _ 25 ლარი

58

ამოღებულია (18.11.2011 N 437)

   

59

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა (28.12.2010 N 414)

 

1 კგ _ 0.040 ლარი,
1 მ3 _ 0.20 ლარი,
1 მ2-მდე _ 30 ლარი,
1 მ2-ის ზევით _ 30 ლარს + ყოველ 1 მ2-ზე 0.10 ლარი,
1 მ _ 0.20 ლარი,
1 ცალი _ 0.02 ლარი

60

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით ექსპერტის მიერ სეს ესნ კოდის დადგენა (11.03.2011 N 121)

 

1 სახეობის ობიექტი – 15 ლარი

61

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით თავის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (გარდა 62-ე და 63-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა (25.06.2012 N 227)

 

1 სახეობის ობიექტი
100 ლარამდე – 10 ლარი,
100-დან 10 000 ლარამდე – 25 ლარი,
10 000 ლარის ზევით – 150 ლარი

62

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3500 კგ-ის ჩათვლით) ან/და მისაბმელის (3500 კგ-ის ჩათვლით) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ან/და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა (25.06.2012 N 227)

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 40 ლარი

63

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3500 კგ-ზე მეტი) ან/და მისაბმელის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ან/და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა (25.06.2012 N 227)

 

1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი – 80 ლარი

64

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა (25.06.2012 N 227)

 

5 000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა,
5 000-დან 100 000 ლარამდე – 150 + 5 000 ლარის ზევით თანხის 2%,
100 000-დან 1 000 000 ლარამდე – 2 050 + 100 000 ლარის ზევით თანხის 1%,
1 000 000 ლარის ზევით თანხის 0,8%

65

ამოღებულია (28.12.2010 N 414)

   

66

ამოღებულია (15.11.2013 N 296)

 

 

67

ამოღებულია (21.01.2011 N27)

   

68

„თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის), „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე), „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება  (25.04.2013 N 89)

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 20 ლარი

69

ამოღებულია (18.11.2011 N 437)

   

70

ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა (26.01.2011 N 47)

 

50 ლარი

71

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა (26.01.2011 N 47)

 

25 ლარი

72

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა (26.01.2011 N 47)

20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე

უფასო;
10 ლარი;
20 ლარი;
25 ლარი

73

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა (26.01.2011 N 47)

20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე

უფასო;
20 ლარი;
40 ლარი;
50 ლარი

74

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა, გარდა გამოფენაზე გასატანი ან/და ნიმუშად წარსადგენი სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარისა (26.01.2011 N 47)

 

50 ლარი

75

ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულისა) გაფორმება (18.09.2012 N 394)

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 150 ლარი

76

მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლა­რაციის მიღება     (21.04.2011 N 183)

 

ერთი დეკლარაცია –  30 ლარი

77

ამოღებულია (24.05.2011 N 221)

   

78

ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება
(25.03.2011 N 143)

 

10 ლარი

79

მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (25.03.2011 N 143)

 

20 ლარი

80

საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა (25.03.2011 N 143)

10 სამუშაო  დღე;
 5 სამუშაო დღე;
1 სამუშაო დღე

 უფასო;

1 ცნობა _ 20 ლარი;
1 ცნობა _ 50 ლა­რი

81
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, ბუნებრივი/საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენა(8.02.2012 N 45)
არა უმეტეს ორი თვე
5 000 ლარი;
82

საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ „ASYCUDA“-ს მეშვეობით რეგისტრირებული, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12,
68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (25.06.2012 N 227)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 200 ლარი;

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი
821
საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (15.11.2013 N 296)
 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 3000-დან 15000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი;

 
822
საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული  შემთხვევებისა) (15.11.2013 N 296 )
 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე –ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლა¬რი;

3000-დან 15000 ლარ¬ამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი

 
83
კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტის“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ  (25.04.2013 N 89)
 
50 ლარი
84
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა აღრიცხვის მოწმობის გამარტივებულად შევსების, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის შემთხვევებისა) (18.11.2011 N 437)
 
20 ლარი
85
ამოღებულია (7.06.2011 N 231)
 
 
86
საბაჟო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება (18.09.2012 N 394)
 
50 ლარი
87
საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა) (18.09.2012 N 394)
 
300 ლარი
88
პირისათვის უცხო  ქვეყნის მოქა­ლაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მინიჭება (20.07.2011 N  286)
 
200 ლარი
89
პირისათვის უცხო  ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების გაუქმების შემდეგ უფლების ხელმეორედ რეგისტრაცია (26.08.2011 N 324)
 
500 ლარი
90
TIR რეჟიმში გაწევრიანებისა და TIR მფლობელის სტატუსის მაძიებელი პირისათვის, არსებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის  მიწოდება საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში წარსადგენად (26.08.2011 N 324)
 

1 სამუშაო დღე – 30 ლარი
3 სამუშაო დღე –15 ლარი

10 სამუშაო დღე – უფასო                                           
91
საქონლის საბაჟო საწყობში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან სხვა დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურების მიზნით მათი ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვება (25.06.2012 N 227)
 

1 სამუშაო დღე – 200 ლარი

3 სამუშაო დღე – 150 ლარი
92
საერთაშორისო ფინანსური კომ­პანიის სტატუსის, საერთა­შორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება (23.09.2011 N 353 ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.)
 

1 სამუშაო დღე – 200 ლარი;

3 სამუშაო დღე – 150 ლარი
93
ელექტრონული ფორმით საფოსტო გზავნილების რეგისტრაციისათვის საფოსტო გადამზიდავთა დაშვება ინტერნეტ პორტალზე (26.08.2011 N 324)
 
1 სამუშაო დღე – 200 ლარი
3 სამუშაო დღე – 150 ლარი  
94
ამოღებულია (18.11.2011 N 437)
 
 
95
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა (25.06.2012 N 227)

3 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღეზე ნაკლები
უფასო
100 ლარი
96
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა (6.09.2012 N 365)

20 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

უფასო
10 000 ლარი

12 000 ლარი
97
დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გამოწერის უფლებამოსილი პირის სტიკერით უზრუნველყოფა (27.12.2011 N 495)
 
ერთი სტიკერი – 0.35 ლარი
98
დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გამოწერის უფლებამოსილი პირის ფირნიშით („გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა – TAX FREE SHOPPING“) უზრუნველყოფა (31.08.2012 N 351)
 

ერთი ფირნიში – 0.35 ლარი

99 შენახვის სხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტონაწილების  გაფორმება (18.09.2012 N 394)
ამოღებულია (17.05.2013 N 118 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან)
 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე  300 ლარი;

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე  400 ლარი

100 საქართველოში არარეგისტრირებული სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექა¬ნიკური სატრანსპორტო საშუა¬ლების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვე¬ვაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვა-ლისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის გაფორ¬მების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე გაჩერება (15.11.2013 N 296)  

1 კალენდარული დღის ვადით – უფასო;

 

1 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 8 ლარი